ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს, როგორც აღწერილია კონფიდენციალურობის პრინციპებში. თუ თანახმა ხართ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გთხოვთ დააჭიროთ თანხმობას.
თანხმობა
კონფიდენციალურობის პრინციპები

თქვენს მოწყობილობაში ამ ვებგვერდის სწორად წარმოსაჩენად, ჩვენ ვიყენებთ თქვენი ბრაუზერის დეტალებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ ქუქი ფაილების გამოყენებას დაეთანხმებით, მონაცემთა პატარა ფაილებს განვათავსებთ თქვენს მოწყობილობაში, რაც საშუალებას მოგვცემს დავიმახსოვროთ თქვენი ადგილმდებარეობა, მოქმედებები და სასურველი პარამეტრები თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს სხვა მიზნებისთვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონი.

Bio‑Oil® / Bi-Oil® / Bioil®

კომპანია Bio‑Oil იკვლევს და ავითარებს კანის მოვლის სპეციალურ საშუალებებს ზეთის გამოყენებით, პროდუქტის მაღალი ხარისხის მისაღწევად. ბრენდი ცნობილია, როგორც Bio‑Oil® ყველა ქვეყანაში, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, გერმანიის, სლოვაკეთისა და შვეიცარიის გარდა, სადაც პროდუქტს იცნობენ, როგორც Bi-Oil®, ხოლო იაპონიაში ბრენდის სახელია Bioil®.

კომპანიის შესახებ

1987 წელს კომპანიამ Bio‑Oil პირველმა დანერგა ზეთის გამოყენება ნაწიბურებისა და სტრიების შემცირების მიზნით. იმ დროისათვის თაროებზე წარმოდგენილი თითქმის ყველა პროდუქტი იყო კრემი ან ლოსიონი, ამიტომ ბიო-ზეთმა დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია. დღეს ეს პროდუქტი ლიდერია მსოფლიოში, როგორც ნაწიბურებისა და სტრიების საწინააღმდეგო საშუალება. 2010 წელს კომპანიამ Bio‑Oil დააარსა მაღალპროფილური ლაბორატორია, რომელიც იკვლევს, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული ზეთი კანის სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. 2018 წელს დაიწყო მშრალი კანისთვის განკუთვნილი, ზეთის საფუძველზე დამზადებული ჟელეს წარმოება, ხოლო 2020 წელს 100% ნატურალური ზეთებისგან დამზადებული, ნაწიბურებისა და სტრიების საწინაააღმდეგო პროდუქტის წარმოება. 2021 წელს ბაზარზე განთავსდა ზეთის მაღალი შემცველობის ტანის ლოსიონი. Bio‑Oil კონცენტრირებულია მხოლოდ კვლევაზე, ხოლო მისი პროდუქციის რეალიზაციისა და გავრცელების ლიცენზია მინიჭებული აქვთ კანის მოვლის მსოფლიოს წამყვან კომპანიებს. Bio‑Oil პროდუქციის შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ აფთიაქებს.

ნაწიბურები და სტრიები

ზეთს აქვს კანის გაუმჯობესების არაჩვეულებრივი უნარი. სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ, ჯერჯერობით არ არსებობს, ვინაიდან ზეთის სარგებელი ცნობილია მხოლოდ ფოლკლორიდან. კომპანიის Bio‑Oil® Skincare Oil იყო პირველი ზეთი იყო, რომელიც წარდგენილ იქნა კლინიკური კვლევებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მისი მოქმედებით შესაძლებელია სტრიებისა და ნაწიბურების შემცირება. კვლევების წარმატებით განხორცილებამ ბიძგი მისცა ექიმებისა და ფარმაცევტების მიერ ამ პროდუქტისთვის რეკომენდაციის გაწევას მთელ მსოფლიოში. დღეს Bio‑Oil® Skincare Oil ლიდერია მსოფლიოში ნაწიბურებისა და სტრიების საწინააღმდეგო პროდუქტებს შორის და მას მინიჭებული აქვს 400-ზე მეტი ჯილდო კანის მოვლის სფეროში. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

Bio-Oil Skincare Oil-ის პროდუქტის სურათი

მშრალი კანი

კანის სიმშრალის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არის კანზე ოკლუზიური ფენის წარმოქმნა, რომელიც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კანის სიმშრალის საწინააღმდეგო ტრადიციული პროდუქტები (კრემები, ლოსიონები და საცხები) შეიცავს საშუალოდ 20% ზეთს, ცვილს ან კარაქს ამ მიზნის მისაღწევად. Bio‑Oil® Dry Skin Gel შეიცავს ამ ნივთიერებების 84%-ს. Bio‑Oil® Dry Skin Gel მსოფლიოში გავრცელდა 2018 წლიდან. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

Bio-Oil Dry Skin Gel-ის პროდუქტის სურათი

ნაწიბურები და სტრიები (ბუნებრივი შემადგენლობა)

ბუნებრივი ინგრედიენტების პროდუქტზე მზარდი მოთხოვნის გამო, Bio‑Oil-მა შეიმუშავა ბუნებრივი ზეთებისგან დამზადებული პროდუქტი ნაწიბურებისა და სტრიებისთვის. კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ეს პროდუქტი ისეთივე ეფექტური იყო, როგორც Bio‑Oil ნაწიბურებისა და სტრიების საწინააღმდეგო თავდაპირველი პროდუქტი, რის შედეგადაც პირველად დადასტურდა, რომ ბუნებრივი პროდუქტი შეესაბამება ამ კატეგორიის ლიდერი პროდუქტის ეფექტურობის ხარისხს. Bio‑Oil® Skincare Oil (Natural)-ის გამოშვება მსოფლიო მასშტაბით დაიწყო 2020 წელს. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

Bio-Oil Skincare Oil Natural პროდუქტის სურათი

სხეულის დამატენიანებელი

იდეალური ყოველდღიური დამატენიანებლის აბსორბცია უნდა ხდებოდეს მომენტალურად და არ უნდა ტოვებდეს ცხიმოვან კვალს, რაც იძლევა ტანსაცმლის დაუყოვნებლივ ჩაცმის შესაძლებლობას. ეს ძალიან რთულია ტექნიკური თვალსაზრისით, რადგან დატენიანება მოითხოვს ზეთოვანი ფენის წარმოქმნას კანის ზედაპირზე მის შიგნით ტენის შესაკავებლად. Bio‑Oil®-ის ტანის ლოსიონის ფორმულა შეიქმნა Bio‑Oil-ის ინოვაციური “გამოყენებამდე-შეანჯღრიე” ტექნოლოგიით. ლოსიონს აქვს ზეთის მაღალი შემცველობა და ულტრა მსუბუქი წონა. Bio‑Oil®-ის ტანის ლოსიონის გლობალური გავრცელება დაიწყო 2021 წლიდან. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

Bio-Oil Body Lotion პროდუქტის სურათი