ბრენდის დასახელება

Bio‑Oil®

პროდუქტის დასახელება და მოცულობები

ზეთი კანის მოვლისთვის 25 მლ

ზეთი კანის მოვლისთვის 60 მლ

ზეთი კანის მოვლისთვის 125 მლ

ზეთი კანის მოვლისთვის 200 მლ

აღწერა

ზეთი კანის მოვლისთვის, კლინიკურად დადასტურებულია, რომ ნაწიბურების და სტრიების სიმკვეთრეს ამცირებს.

ჩვენებანი

ნაწიბურები

ხელს უწყობს ახალი და ძველი ნაწიბურების გარეგნობის გაუმჯობესებას.

სტრიები

სტრიების გარეგნობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ასევე კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რითაც სტრიების წარმოქმნის შესაძლებლობას ამცირებს.

კანის არათანაბარი ტონი

ხელს უწყობს კანის არათანაბარი ტონის გაუმჯობესებას.

ასაკოვანი კანი

ხელს უწყობს ასაკოვანი კანის გარეგნობის გაუმჯობესებას სახეზე და სხეულზე.

გამომშრალი კანი

ხელს უწყობს ტენიანობის დაკარგვის შემცირებას და გამომშრალი კანის გარეგნობის გაუმჯობესებას.

წარმოდგენა

ნარინჯისფერი / ვარდისფერი ზეთი.

ინგრედიენტები

Paraffinum Liquidum, Triisononanoin, Cetearyl Ethylhexanoate, Isopropyl Myristate, Retinyl Palmitate, Helianthus Annuus Seed Oil, Tocopheryl Acetate, Anthemis Nobilis Flower Oil, Lavandula Angustifolia Oil, Rosmarinus Officinalis Leaf Oil, Calendula Officinalis Extract, Glycine Soja Oil, Bisabolol, Tocopherol, Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Amyl Cinnamal, Benzyl Salicylate, Citronellol, Coumarin, Eugenol, Farnesol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, CI 26100.

ნაწიბურების კლინიკური კვლევა

კვლევითი ცენტრი

proDERM-ის გამოყენებითი დერმატოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, ჰამბურგი, გერმანია.

მიზანი

ნაწიბურების გარეგნობის გაუმჯობესებაში, Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურობის შესაფასებლად.

ნიმუში

მონაწილეები: ფიცტპატრიკის სხვადასხვა ტიპის კანის მქონე 36 მონაწილე ქალი. ნაწიბურების ასაკი: ახლად ჩამოყალიბებულიდან 3 წლამდე. ნაწიბურების ადგილები: მუცელი, ფეხი, მკლავი, კისერი, მუხლი, წელი, სხეულის ზედა ნაწილი. მონაწილეთა ასაკი: 18–65.

მეთოდოლოგია

ორმაგად ბრმა, რანდომიზებული და პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა. მონაწილეებს თანმხვედრი ნაწიბურები ან ნაწიბური საკმარისად დიდი ჰქონდათ, რათა ნაწიბურზე სანახევროდ დატანა და სუბიექტის-შიდა შედარება ყოფილიყო შესაძლებელი. პროდუქტი გამოიყენებოდა დღეში ორჯერ 8 კვირის განმავლობაში; სამიზნე ადგილის დამატებითი მასაჟი არ კეთდებოდა. დატანა ხდებოდა ზედამხედველობის ქვეშ რეგულარული ინტერვალებით. შეფასებები ჩატარდა 0, 2, 4 და 8 კვირაში. შეფასებული იყო ნაწიბურის სხვადასხვა პარამეტრი, როგორც ეს განსაზღვრულია მონაწილის და დამკვირვებლის ნაწიბურების შეფასების სკალით (POSAS).

შედეგი

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურია ნაწიბურების გარეგანი სახის გასაუმჯობესებლად. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი მხოლოდ მე-2 კვირის შემდეგ (დღე 15) იყო მიღწეული, რაც მონაწილეთა 66%-ში იყო აშკარა. 8 კვირის შემდეგ (57 დღე), მონაწილეების 92%-ს გაუმჯობესება ჰქონდა, გაუმჯობესების ხარისხი კი 2 კვირის შედეგს თითქმის სამჯერ აღემატებოდა. POSAS-ის უწყვეტი გაუმჯობესება კვლევის ხანგრძლივობის განმავლობაში.

აკნეს ნაწიბურების კვლევა

კვლევითი ცენტრი

დერმატოლოგიის განყოფილება, პეკინის უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფო, პეკინი, ჩინეთი.

მიზანი

კვლევა Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურობის შესაფასებლად, ჩინელ პაციენტებზე სახის აკნეს ნაწიბურების გარეგნობის გაუმჯობესებაში.

ნიმუში

სუბიექტები: 44 ჩინელი პაციენტი ახლად წარმოქმნილი აკნეს ნაწიბურებით სახეზე (<1 წლის ასაკის). Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის მკურნალობის ჯგუფი მოიცავდა 32 პაციენტს, ხოლო უმკურნალო ჯგუფში მოიცავდა 12 პაციენტს. მონაწილეთა ასაკი: 14–30.

მეთოდოლოგია

რანდომიზებული, კონტროლირებადი, ეფექტურობის შემფასებლისთვის ბრამა კვლევა. პაციენტები მონაწილეობდნენ პირველადი სკრინინგის შეფასებაში, რასაც მოჰყვა 1-კვირიანი გამორეცხვის პერიოდი. პროდუქტი გამოიყენება დღეში ორჯერ 10 კვირის განმავლობაში. დატანა ხდებოდა ზედამხედველობის ქვეშ რეგულარული ინტერვალებით. 0, 4, 8 და 10 კვირას ჩატარებული შეფასებები მოიცავდა შემდეგს: გლობალური ნაწიბურების ქულის (GSS) შეფასება ხდებოდა მკვლევრის მიერ, აკნეს ნაწიბურის ფერის/სიწითლის გაზომვა – ქრომომეტრის გამოყენებით, ცხიმის დონის გაზომვა – სებუმეტრის გამოყენებით, აკნეს ნაწიბურების რაოდენობისა და ანთებითი დაზიანებების დოკუმენტაცია – დერმატოლოგის მიერ. პაციენტები ასევე ავსებდნენ თვითშეფასების კითხვარებს თითოეულ ვიზიტზე.

შედეგი

კლინიკურმა შეფასებამ აჩვენა, რომ „Bio‑Oil® ზეთმა კანის მოვლისთვის საუკეთესო შედეგი გამოავლინა მაკულარული (ბრტყელი) აკნეს ნაწიბურების ერითემის ან სიწითლის შესამჩნევ გაუმჯობესებაში, რაც კანის საერთო გაბრწყინებით გამოიხატა. თვითშეფასების კითხვარის შედეგებმა აჩვენა, რომ 84%-ზე მეტ მონაწილეს აკნეს ნაწიბურების ზოგადი მდგომარეობა გამოუკეთდა და 90%-ზე მეტს ნაწიბურის ფერი გაუუმჯობესდა. აკნეს რაოდენობისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტის გაზომვის შედეგებმა აჩვენა, რომ Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის გამოყენება არ იწვევს და არ აუარესებს აკნეს, ასევე არ ზრდის ცხიმოვანი სეკრეტის გამოყოფას.

სტრიების ნიშნის კლინიკური კვლევა

კვლევითი ცენტრი

proDERM-ის გამოყენებითი დერმატოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, ჰამბურგი, გერმანია.

მიზანი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის ეფექტურობის შეფასება სტრიების იერსახის გაუმჯობესებაში.

ნიმუში

მონაწილეები: ფიცპატრიკის სხვადასხვა ტიპის კანის მქონე 38 მონაწილე ქალი. სტრიების გამომწვევი მიზეზები: სხვადასხვა (მშობიარობის შემდგომი პერიოდი, წონის მომატება ან მოზარდის სწრაფი ზრდა). სტრიების ადგილები: მუცელი, ბარძაყები და თეძოები. მონაწილეთა ასაკი: 18–65.

მეთოდოლოგია

ორმაგად ბრმა, რანდომიზებული და პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა. მონაწილეებს ჰქონდათ თანხვედრი სტრიები ან საკმარისად დიდი სტრიები იმისთვის, რომ ნახევარ-ნახევარ სტრიაზე წასმა და მონაწილეებს შორის შედარება ყოფილიყო შესაძლებელი. პროდუქტი გამოყენებულ იქნა დღეში ორჯერ 8 კვირის განმავლობაში, სამიზნე არე დამატებით არ იზილებოდა. დატანა ხდებოდა ზედამხედველობის ქვეშ რეგულარული ინტერვალებით. შეფასებები ჩატარდა 0, 2, 4 და 8 კვირაში. შეფასებული იყო ნაწიბურის სხვადასხვა პარამეტრი, როგორც ეს განსაზღვრულია მონაწილის და დამკვირვებლის ნაწიბურების შეფასების სკალით (POSAS).

შედეგი

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურია სტრიების გარეგნობის გასაუმჯობესებლად. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი მხოლოდ მე-2 კვირის შემდეგ (დღე 15) iyo მიღწეული, რაც მონაწილეთა 95%-ში iyo აშკარა. 8 კვირის შემდეგ (დღე 57), სუბიექტების 100%-მა აჩვენა გაუმჯობესება, ამასთან გაუმჯობესების ხარისხი 2 კვირისას ორჯერ აღემატება. POSAS-ის უწყვეტი გაუმჯობესება კვლევის ხანგრძლივობის განმავლობაში.

კანის არათანაბარი ტონის კლინიკური კვლევა

კვლევითი ცენტრი

Thomas J. Stephens & Associates, Inc., ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები.

მიზანი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის ეფექტურობის შეფასება კანის არათანაბარი ტონისა და წინწკლოვანი პიგმენტაციის გაუმჯობესებაში, სახისა და კისრის მსუბუქად და ზომიერად ფოტოდაზიანებული (დაბერებული) კანის მქონე ქალბატონებში.

ნიმუში

მონაწილეები: სხვადასხვა ფიტცპატრიკის კანის ტიპის მქონე 67 მონაწილე ქალი, კლინიკურად დადგენილი მსუბუქი და ზომიერი ფოტოდაზიანებით სახისა და კისრის არეში. Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის მკურნალობის ჯგუფი 35 მონაწილეს მოიცავდა და არანამკურნალევი ჯგუფი – 32 მონაწილეს. მონაწილეთა ასაკი: 30–70.

მეთოდოლოგია

რანდომიზებული, კონტროლირებადი, ეფექტურობის შემფასებლისთვის ბრამა კვლევა. სუბიექტები პირველადი სკრინინგის შეფასებაში მონაწილეობდნენ, რასაც გამორეცხვის 1-კვირიანი პერიოდი მოჰყვა. პროდუქტი გამოიყენებოდა სახეზე და კისერზე დღეში ორჯერ 12 კვირის განმავლობაში. დატანა მოხდა ზედამხედველობის ქვეშ საწყის ვიზიტზე. კლინიკური შეფასებები ჩატარდა 0-ან, მე-2, მე-4, მე-8 და მე-12 კვირაში. მონაწილეებს კლინიკური შეფასება ცალკე სახეზე და კისერზე, კანის არათანაბარ ტონზე და ლაქებიან პიგმენტაციაზე ჩაუტარდა.

შედეგი

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურია კანის არათანაბარი ტონისა და წინწკლოვანი პიგმენტაციის გასაუმჯობესებლად ფოტოდაზიანებულ (ასაკოვან) კანზე. 4 კვირის შემდეგ მიღწეულ იქნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი ორივე პარამეტრისთვის სახეზე და კისერზე. 12 კვირის შემდეგ, Bio‑Oil®-ის კანის მოვლისთვის ზეთის სამკურნალო ჯგუფში, პაციენტთა 86%-მა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა სახის კანის არათანაბარ ტონზე, 71%-მა – სახეზე წინწკლოვან პიგმენტაციაზე, 69%-მა – კისრის კანის არათანაბარ ტონსა და 60%-მა კისრის კანის წინწკლოვან პიგმენტაციაზე.

ასაკოვანი კანის კლინიკური კვლევა

კვლევითი ცენტრი

Thomas J. Stephens & Associates, Inc., ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები.

კვლევა 1: სახე და კისერი

მიზანი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის ეფექტურობის შეფასება, სახისა და კისრის მსუბუქად და ზომიერად ფოტოდაზიანებული (დაბერებული) კანის მქონე ქალბატონების მიერ გამოყენებისას.

ნიმუში

მონაწილეები: სხვადასხვა ფიტცპატრიკის კანის ტიპის მქონე 67 მონაწილე ქალი, კლინიკურად დადგენილი მსუბუქი და ზომიერი ფოტოდაზიანებით სახისა და კისრის არეში. Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის მკურნალობის ჯგუფი 35 მონაწილეს მოიცავდა და არანამკურნალევი ჯგუფი – 32 მონაწილეს. მონაწილეთა ასაკი: 30–70.

მეთოდოლოგია

რანდომიზებული, კონტროლირებადი, ეფექტურობის შემფასებლისთვის ბრამა კვლევა. სუბიექტები პირველადი სკრინინგის შეფასებაში მონაწილეობდნენ, რასაც გამორეცხვის 1-კვირიანი პერიოდი მოჰყვა. პროდუქტი გამოიყენებოდა სახეზე და კისერზე დღეში ორჯერ 12 კვირის განმავლობაში. დატანა მოხდა ზედამხედველობის ქვეშ საწყის ვიზიტზე. კლინიკური შეფასებები ჩატარდა 0-ან, მე-2, მე-4, მე-8 და მე-12 კვირაში. მონაწილეები სახისა და კისრის კანის ეფექტურობის შემდეგ პარამეტრებზე, კლინიკურად ცალ-ცალკე შეფასდნენ: ზოგადი იერსახე, წვრილი ხაზები, უხეში ნაოჭები, წინწკლოვანი პიგმენტაცია, კანის არათანაბარი ტონალობა, ვიზუალური სიუხეშე / სიგლუვე, ტაქტილური სიუხეშე / სიგლუვე, მკვრივი იერსახე და სიმკვეთრე (სიმკრთალე).

შედეგი

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურია სახეზე და კისერზე ფოტოდაზიანებული (დაბერებული) კანის საერთო იერსახის გასაუმჯობესებლად. მე-8 კვირის შემდეგ მიღწეულ იქნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი კლინიკურად შეფასებული ეფექტურობის ყველა პარამეტრისთვის. 12 კვირის შემდეგ, Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის სამკურნალო ჯგუფში, პაციენტთა 94%-მა სახის საერთო გარეგნობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა და 80%-მა – კისრის კანის ზოგადი გარეგნობის გაუმჯობესება.

კვლევა 2: ტანი

მიზანი

Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურობის შეფასება, მსუბუქი და ზომიერი ფოტოდაზიანებული (დაბერებული) კანის მქონე ქალების მიერ, დეკოლტეს, მუხლს ქვედა და მკლავის კანზე გამოყენებისას.

ნიმუში

მონაწილეები: სხვადასხვა ფიტცპატრიკის კანის ტიპის მქონე 67 მონაწილე ქალი, კლინიკურად დადგენილი მსუბუქი და ზომიერი ფოტოდაზიანებით სახისა და კისრის არეში. Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის მკურნალობის ჯგუფი 35 მონაწილეს მოიცავდა და არანამკურნალევი ჯგუფი – 32 მონაწილეს. მონაწილეთა ასაკი: 30–70.

მეთოდოლოგია

რანდომიზებული, კონტროლირებადი, ეფექტურობის შემფასებლისთვის ბრამა კვლევა. სუბიექტები პირველადი სკრინინგის შეფასებაში მონაწილეობდნენ, რასაც გამორეცხვის 1-კვირიანი პერიოდი მოჰყვა. პროდუქტის დატანა ხდებოდა დეკოლტეს, მუხლს ქვედა და მკლავის არეებში დღეში ორჯერ 12 კვირის განმავლობაში. დატანა იყო შესრულებული ზედამხედველობის ქვეშ საწყის ვიზიტზე. კლინიკური შეფასებები ჩატარდა 0-ან, მე-2, მე-4, მე-8 და მე-12 კვირაში. მონაწილეები დეკოლტეს, მუხლს ქვედა და მკლავის შემდეგი ეფექტურობის პარამეტრებზე კლინიკურად, ცალ-ცალკე შეფასდნენ: ზოგადი იერსახე, დუნე ტექსტურა, სიმშრალე / აქერცვლა, ვიზუალური სიუხეშე / სიგლუვე და ტაქტილური სიუხეშე / სიგლუვე.

შედეგი

Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის ეფექტურია სხეულის ფოტოდაზიანებული (დაბერებული) კანის საერთო იერსახის გასაუმჯობესებლად. 4 კვირის შემდეგ მიღწეული იქნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი კლინიკურად შეფასებული ეფექტურობის ყველა პარამეტრში. 12 კვირის შემდეგ, Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის სამკურნალო ჯგუფში პაციენტთა 89%-მა, დეკოლტეს არეს, მუხლს ქვედა და მკლავების კანის საერთო იერსახეში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.

გამომშრალი კანის კლინიკური კვლევა

კვლევითი ცენტრი

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო უნივერსიტეტის ფოტობიოლოგიის ლაბორატორია.

კვლევა 1: რქოვანას შრის დატენიანების და ბარიერისა ფუნქცია.

მიზანი

Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის ერთჯერადი გამოყენების ეფექტის შეფასება, რქოვანა შრის (SC) დატენიანების და და ბარიერული ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

ნიმუში

მონაწილეები: ფიტცპატრიკის სხვადასხვა ტიპის კანის მქონე 40 მონაწილე ქალი. ტესტის ადგილი: სატესტო პროდუქტები, ყველა პაციენტის წინამხარის შიდა ნაწილზეა დატანილი. მონაწილეთა ასაკი: 25–65.

მეთოდოლოგია

კანის დატენიანების შეფასება კორნეომეტრით – პირველადი საზომი, ბარიერის ფუნქციის შეფასება ვაპომეტრით – მეორადი საზომი. კანის სიმშრალის გამოწვევის მიზნით, მონაწილეებმა გაზომვების ჩატარებამდე 2 საათით ადრე, წინამხრები საპნით დაიბანეს. ჩაუტარდათ საწყისი ინსტრუმენტული გაზომვები. Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის და ეტალონური ზეთი, ყველა პაციენტის წინამხარის შიდა ნაწილზე, ცალკეულ მონაკვეთებზე დაიტანეს. გაზომვები განმეორდა პროდუქტის გამოყენებისთანავე, და ასევე 2 საათის შემდგომ, პროდუქტის გაწმენდამდე და მის შემდეგ. საკონტროლო დაუმუშავებელი ადგილი ასევე გაიზომა ყველა დროის წერტილში.

შედეგი

დაუყოვნებელი დატანის შემდეგ, ორივე ზეთმა შეამცირა ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვა (TEWL) დაუმუშავებელ საკონტროლო წერტილთან შედარებით. კანის ტევადობის გაზრდილი მნიშვნელობები გაწმენდამდე 2 საათის განმავლობაში მიუთითებს კანის დატენიანების გაზრდაზე ორივე ზეთისთვის. ორი საათის შემდეგ, კანის ზედაპირიდან ზეთების გაწმენდის შემდეგ, Bio‑Oil® ზეთმა კანის მოვლისთვის აჩვენა კიდევ უფრო გაზრდილი TEWL-ის მნიშვნელობები საცნობარო ზეთთან შედარებით, რაც მიუთითებს გაზრდილი ტენიანობის გამოყოფაზე და, შესაბამისად, კანის დატენიანების გაზრდაზე.

კვლევა 2: მშრალი კანის გარეგნობა

მიზანი

დატენიანებისა და მშრალი კანის შესამსუბუქებლად, Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის დღეში ორჯერ გამოყენების ეფექტის შესაფასებლად.

ნიმუში

მონაწილეები: 25 ქალ მონაწილეს, ქვედა კიდურების გარეთა ნაწილზე, მშრალი/ძალიან მშრალი აქერცლილი კანი კლინიკურად ჰქონდა დადასტურებული. ტესტის ადგილი: ყველა მონაწილეს სატესტო პროდუქტი ქვედა კიდურების გარე ნაწილზე წაუსვეს. მონაწილეთა ასაკი: 25–65.

მეთოდოლოგია

საპონი გამოიყენებოდა კანის სიმშრალის გამოსაწვევად 7 დღის განმავლობაში. Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის და ეტალონური ზეთი გამოიყენება დღეში ორჯერ. კანის შეფასებები გაკეთდა 1-ლ და მე-3 დღეს. ვიზუალური შეფასებები განხორციელდა მომზადებული ვიზუალური შემფასებლის მიერ გამადიდებელი 2x ნათურის მეშვეობით. დაუმუშავებელი საკონტროლო ადგილი ასევე შეფასდა ყველა დროის წერტილში.

შედეგი

Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის და ეტალონური ზეთი, დაუმუშავებელ საკონტროლო ადგილთან შედარებით, კანის სიმშრალეს ამცირებს. Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის იყო სტატისტიკურად უკეთესი მე-3 დღეს. Bio‑Oil® ზეთით კანის მოვლისთვის დამუშავებული კანის ადგილების ვიზუალური გარეგნობის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ დაადასტურა მისი ეფექტურობა კანის სიმშრალის შემცირებაში.

კომბინირებული კვლევის შედეგი

მე-2 კვლევაში, Bio‑Oil®-ის „ზეთი კანის მოვლისთვის“ მეშვეობით დამუშავებული მშრალი კანის ვიზუალური იერის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მშრალი და გამომშრალი კანის მოვლის ეფექტურობას ადასტურებს. ამას ასევე ორივე კვლევაში რქოვანა შრის ბარიერული ფუნქციისა და კანის ტევადობის გაუმჯობესებაც ადასტურებს.

მგრძნობიარე კანის ტესტი

კვლევითი ცენტრი

Complife Italia Srl, იტალია.

მიზანი

Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის გამოყენებით, კანის გაღიზიანების გამოწვევის პოტენციალის შეფასება.

ნიმუში

სუბიექტები: 25 მონაწილე; 19 ქალი და 6 კაცი, რძემჟავათი გაღიზიანების ტესტის შედეგების შესაბამისად, ყველა მგრძნობიარე კანით. მონაწილეთა ასაკი: 18–70.

მეთოდოლოგია

რანდომიზებული და კონტროლირებადი კვლევა. შეფასდა ორი არე: არე, რომელზეც იქნა გამოყენებული უარყოფითი კონტროლი (დემინერალიზებული წყალი) და არე, რომელზეც გამოყენებული იყო Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის. სატესტო პროდუქტები დაიტანებოდა მონაწილეთა ხელების შიდა მიდამოში 48 საათის განმავლობაში, Finn Chamber®-ის მეშვეობით. კანის რეაქციები შეფასდა დერმატოლოგის მეთვალყურეობით, კანის პირველადი გაღიზიანების შესაფასებლად ლაქის მოცილებიდან 15 წუთის, 1 საათისა და 24 საათის შემდეგ. კანის რეაქციები შეფასდა სკალით 0–4 (სადაც 0 არის ერითემა, შეშუპება ან კანის სხვა სახის გაღიზიანება, ხოლო 4 არის სერიოზული ერითემა და შეშუპება, რაც მიუთითებს მუქ წითელ გარეგნობაზე და გახანგრძლივებულ შეშუპებაზე დატანის არეს მიღმა).

შედეგი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის კანის ამტანობა მიჩნეული იყო როგორც „არაგამაღიზიანებელი“.

არაკომედოგენურობის ტესტი

კვლევითი ცენტრი

Complife Italia Srl, იტალია.

მიზანი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის მიერ აკნესა და კომედონების (მუწუკები) გამოწვევის შესაძლებლობის ტესტი.

ნიმუში

სუბიექტები: 20 მონაწილე; სხვადასხვა ფიტცპატრიკის კანის ტიპის მქონე 14 ქალი და 6 მამაკაცი აკნეზე მიდრეკილი კანით. მონაწილეთა ასაკი: 18–65.

მეთოდოლოგია

რანდომიზებული და კონტროლირებადი კვლევა. პროდუქტი დატანილი იქნა ქაღალდის ფილტრის დისკოთი მონაწილეთა წელს ზედა არეზე. პატჩები დატოვილ იქნა ადგილზე 48-დან 72 საათამდე, მოაცილეს და კვლავ დააკრეს. ზედიზედ 4 კვირის განმავლობაში სულ 12 პატჩი იქნა გამოყენებული. სამი არე შეფასდა უარყოფით კონტროლთან (დემინერალიზებული წყალი), სატესტო პროდუქტთან (Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის) და დადებით კონტროლთან (ლანოლინის სპირტი, აღიარებული კომედოგენური პროდუქტი) შედარებით. კანის რეაქციები კლინიკურად იყო შეფასებული დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ 15 წუთის შემდეგ თითოეული პატჩის მოცილებიდან, რათა შედარებულიყო ფერიმჭამელების არსებობა პროდუქტის ყოველი გამოყენების წინ და მის შემდგომ.

შედეგი

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის აღმოჩნდა არაკომედოგენური. არე, რომელზეც იყო გამოყენებული Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის, არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება უარყოფითი კონტროლის არესთან. პოზიტიურმა კონტროლმა გამოიწვია აკნე.

შთანთქმადობის კვლევა

კვლევითი ცენტრი

proDERM-ის გამოყენებითი დერმატოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, ჰამბურგი, გერმანია.

კვლევა 1: მომზადებული შემფასებლები

მიზანი

სტანდარტიზებული წასმის და შეზელის შემდეგ, Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის შეწოვის სიჩქარის შეფასება.

ნიმუში

სუბიექტები: 22 მომზადებული შემფასებელი; 21 ქალი და 1 მამაკაცი. ტესტის ადგილი: სატესტო პროდუქტები დატანილი იყო ყველა შემფასებლის წინამხარის შიდა არეზე. მონაწილეთა ასაკი: 18–70.

მეთოდოლოგია

ორმაგად ბრმა, რანდომიზებული და კონტროლირებადი კვლევა. Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის და ეტალონური ზეთი დატანილი იყო შემფასებელთა წინამხარის სატესტო შიდა არეებზე. შემფასებლები აკეთებდნენ 100 ციკლურ მოძრაობას განსაზღვრული სიჩქარით. შემდეგ შემფასებლებმა შეაფასეს პროდუქტების შთანთქმა 5-ბალიანი სკალით „ძალიან ნელი შთანთქმიდან“ – „ძალიან სწრაფ შთანთქმამდე“. სებუმეტრის გაზომვები კანზე ცხიმის რაოდენობის შესაფასებლად, აღებული იყო დროის ორ მომენტში; დატანამდე და პროდუქტის დატანიდან 2 წუთის შემდეგ.

შედეგი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის შთანთქმა კანში შეფასდა როგორც „ძალიან სწრაფი“ ან „სწრაფი“ მომზადებული შემფასებლების უმრავლესობის მიერ (77,3%). ეს დადასტურდა ინსტრუმენტული გაზომვით სებუმეტრის ჩვენებით დროის მეორე მომენტში, იმის ჩვენებით, რომ კანზე დარჩენილი Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა ეტალონურ ზეთთან შედარებით.

კვლევა 2: სამომხმარებლო პანელი

მიზანი

სტანდარტიზებული წასმის და შეზელის შემდეგ, Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის შეწოვის სიჩქარის შეფასება.

ნიმუში

სუბიექტები: 100 მონაწილე; 97 ქალი და 3 მამაკაცი. ტესტის ადგილი: სატესტო პროდუქტები ყველა მონაწილის წინამხარის შიდა არეზე წაუსვეს. მონაწილეთა ასაკი: 18–70.

მეთოდოლოგია

ორმაგად ბრმა, რანდომიზებული და კონტროლირებადი კვლევა. Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის და ეტალონური ზეთი გამოიყენეს მონაწილეთა წინამხრების შიდა დანიშნულ სატესტო არეებზე. სატესტო პროდუქტი მონაწილეებმა ერთი წუთის განმავლობაში შეიზილეს. შემდეგ მონაწილეებმა შეაფასეს პროდუქტების შთანთქმა 5-ბალიანი სკალით „ძალიან ნელი შთანთქმიდან“ – „ძალიან სწრაფ შთანთქმამდე“.

შედეგი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის შთანთქმა კანში შეფასდა, როგორც „ძალიან სწრაფი“ ან „სწრაფი“ მონაწილეთა უმრავლესობის მიერ (72%).

ოკლუზიურობის კვლევა

კვლევითი ცენტრი

კვლევა ჩატარდა პროფესორ დოქტორის ჯ. ვიხერსის მიერ Rigano Laboratories-ში, მილანი, იტალია.

მიზანი

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის მიერ მსგავსი ოკლუზიურობის დონის შეფასება vernix caseosa-სთან. Vernix caseosa ფართოდ განიხილება კოსმეტიკური მეცნიერების მიერ, როგორც კანის დატენიანების „ოქროს სტანდარტი“ მისი იდეალური ოკლუზიურობის დონის წყალობით.

მეთოდოლოგია

წყლის გარკვეული რაოდენობა მოთავსებული იყო ჭიქაში, რომელიც დაფარული იყო ნახევრად გამტარი, ადამიანის კანის ზედაპირის თვისებების მატარებელი მემბრანით Vitro-Skin. თანაბარი რაოდენობით vernix caseosa და Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის დატანილ იქნა ჭიქაზე გადაკრულ მემბრანაზე და დროთა განმავლობაში გაზომეს ჭიქიდან წყლის დაკარგვის სიჩქარე. ეს შეუდარდა წყლის დაკარგვის სიჩქარეს საკონტროლო ჭიქებიდან, მემბრანაზე რაიმე პროდუქტის დატანის გარეშე. წყლის აორთქლების სიჩქარე თითოეული პროდუქტისთვის იყო გამოთვლილი და გამოხატული გ/მ²/სთ-ში.

შედეგი

Bio‑Oil® ზეთმა კანის მოვლისთვის აჩვენა ძალიან მსგავსი ოკლუზიურობის დონე vernix caseosa-სთან, დარეგისტრირდა 23,5 შედარებით 27,2-თან vernix caseosa-ის შემთხვევაში.

დატანა

როგორ უნდა წაისვათ

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის სახესა თუ სხეულზე უნდა შეიზილოთ წრიული მოძრაობით, სანამ სრულად არ შეიწოვება. რეკომენდებულია პროდუქტის გამოყენება დღეში ორჯერ, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში. Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის არ უნდა გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე. განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი კოსმეტიკური გამოყენებისთვის. პროდუქტის გამოყენება ნაწიბურზე უსაფრთხოა, როგორც კი ზედაპირზე არსებული კანი მთლიანად შეხორცდება. შედეგები ინდივიდუალურად განსხვავდება. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. პროდუქტის თვალში მოხვედრისას, კარგად გამოივლეთ იგი წყლით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რამდენი ხანი გამოიყენება

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის სხვადასხვა კლინიკური კვლევა ჩატარდა 8 და 12 კვირის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა პროდუქტის მოქმედების შეფასებაზე დროის განმავლობაში. სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს კანის გარეგნობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ და რომ ეს გაუმჯობესება შენარჩუნებულია ან გაუმჯობესებულია კვლევების პერიოდის განმავლობაში. თუმცა, Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის გამოყენება შესაძლებელია მუდმივად.

კანის მოვლის რუტინასთან ერთად გამოიყენეთ

მაქსიმალური შთანთქმისთვის, Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის უნდა გამოყენებულ იქნას გაწმენდილ კანზე. Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის შერევა სხვა პროდუქტებთან „საქმის წინ წასაგდებად“ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ეფექტურობაზე. დამატენიანებლის, მზისგან დამცავი ლოსიონის ან სხვა კრემის წასმისას, ეს გააკეთეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის მთლიანად შეიწოვება კანში. სრულ სხეულზე გამოყენებისთვის, წაისვით Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის შხაპის მიღების ან ბანაობის შემდეგ.

ორსულობის დროს გამოყენება

ორსულობის სტრიები შეიძლება გამოჩნდეს სხეულზე ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, თეძოებზე, წელის ქვედა ნაწილში, დუნდულებსა და მკერდზე. ორსულობის შემდგომი სტრიების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის გამოყენება დღეში ორჯერ, პირველი ტრიმესტრის დაწყებიდან დაბადებამდე. რეგულარულად გამოყენებული Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ასევე აქტიურად ხსნის ქავილსა და კანის სიმშრალეს, რომელიც დაკავშირებულია ორსულობის ქავილთან. იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის არათანაბარი ტონისთვის, რომელიც გამოწვეულია ორსულობის დროს ჰორმონალური რყევებით.

ვიტამინი A და ორსულობა

ქალებს, როგორც წესი, ურჩევენ A ვიტამინის საკვები დანამატების შეზღუდვას ორსულობის დროს, რის გამოც მათ შესაძლოა შეშფოთება გაუჩნდეთ A ვიტამინის შემცველი კანის მოვლის პროდუქტების გამოყენებაზე. კანზე ნებისმიერი ნივთიერების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მავნებელი, თუ მისი დონე აღემატება ტოქსიკოლოგიურ ზღვარს. იმის გამო, რომ კანი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ბარიერს შეღწევადობისთვის, ადგილობრივად გამოყენებული A ვიტამინის მხოლოდ მცირე ნაწილი შედის სხეულში. ევროკომისიის სამომხმარებლო უსაფრთხოების სამეცნიერო კომიტეტმა (SCCS) შეაფასა ვიტამინი A და მისი ეთერები, როდესაც იგი გამოიყენება კოსმეტიკური ინგრედიენტების სახით. SCCS-ის მოსაზრებით, A ვიტამინის გამოყენება ტანის ლოსიონებში, რეტინოლის ექვივალენტის მაქსიმალურ 0,05%-ან კონცენტრაციამდე უსაფრთხოა. ვიტამინი A, რომელსაც შეიცავს Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის ფორმულა, არის ტანის ლოსიონის მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციის დონეზე მცირე და შეიძლება უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული ორსულობის განმავლობაში. A ვიტამინის დაბალ დონეზე ჩართვით, Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ორსულებს აძლევს A ვიტამინის სარგებელს უსაფრთხოებისთვის რაიმე რისკის გარეშე.

როზმარინის ზეთი და ორსულობა

აღმოჩნდა, რომ როზმარინის ზეთი მაღალი კონცენტრაციით წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ან ზრდის მენსტრუალურ დენას და შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული მშობიარობა. ამიტომ არომათერაპევტები და ფიტოთერაპევტები, რომლებიც იყენებენ როზმარინის ზეთს მაღალი კონცენტრაციით, გვირჩევენ არ გამოიყენოთ იგი ორსულობის დროს. თუმცა, როზმარინის ზეთის კონცენტრაცია Bio‑Oil® ზეთში კანის მოვლისთვის ძალიან დაბალია და ამიტომ უსაფრთხოა ორსულობის დროს გამოსაყენებლად.

ძუძუთი კვების დროს გამოყენება

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის უსაფრთხოა ტანზე გამოსაყენებლად ძუძუთი კვების დროს, მაგრამ რეკომენდებულია ძუძუს თავებზე წასმის თავიდან არიდება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მოსალოდნელი მავნე ზემოქმედება, ახალშობილი ჩვილები ძალიან მგრძნობიარეები არიან და არ უნდა მიიღონ Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის, თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით.

ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენება

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის გამოყენების უსაფრთხოება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შეფასებული. დაბადებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში მრავალი ცვლილება ხდება, მათ შორის იმუნური სისტემის განვითარება. ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება მხოლოდ სამი წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში. პროდუქტი სიფრთხილით უნდა იყოს დატანილი ბავშვებზე და არ უნდა იქნას გამოყენებული თვალებთან ან პირთან ახლოს.

მზეზე გამოყენება

Bio‑Oil® ზეთზე კანის მოვლისთვის ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პროდუქტი არ აძლიერებს და არ ამწვავებს მზით დამწვრობას. ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა მზეზე, თუმცა პროდუქტი არ იცავს მზის UVA და UVB სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია პროდუქტის გამოყენება მზის დამცავი კოეფიციენტის მქონე, სულ მცირე, 30, ფართო სპექტრის მზისგან დამცავთან (SPF).

ლორწოვან გარსებზე ან მახლობლად გამოყენება

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის კლასიფიცირებულია, როგორც უსაფრთხო ყველანაირი გამოყენებისთვის, გარდა კონტაქტისა ლორწოვან გარსებთან.

რადიოთერაპიასთან ან ქიმიოთერაპიასთან ერთობლივად გამოიყენეთ

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის კოსმეტიკური პროდუქტია. რეკომენდებულია, რომ პირებმა, ვინც რადიოთერაპიის ან ქიმიოთერაპიის კურსს გადის, პროდუქტის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.

ფარმაცევტულ პროდუქტებთან ერთად გამოიყენეთ

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის კოსმეტიკური პროდუქტია. რჩევისთვის პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ფარმაცევტული პროდუქტების ერთდროულ გამოყენებასთან ერთად, უმჯობესია მიმართოთ მკურნალ ექიმს.

მგრძნობიარე კანზე გამოიყენეთ

Bio‑Oil®-ის ზეთი კანის მოვლისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს მგრძნობიარე კანზე. კანის გაღიზიანების კვლევაში, რომელიც ჩატარდა მგრძნობიარე კანის მქონე 18–65 წლის ასაკის 25 მონაწილეზე, არცერთ პაციენტს არ განუვითარდა ფორმულაზე რაიმე გვერდითი რეაქცია.

ცხიმიან კანზე გამოყენება

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხიმიან კანზე. კვლევაში, რომელიც ჩატარდა აკნესადმი მიდრეკილი კანის მქონე 18–65 წლის ასაკის 20 მონაწილეზე, Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის აღიარებულია არაკომედოგენურად.

აკნესადმი მიდრეკილ კანზე გამოყენება

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას აკნესადმი მიდრეკილ კანზე. კვლევაში, რომელიც ჩატარდა აკნესადმი მიდრეკილი კანის მქონე 18–65 წლის ასაკის 20 მონაწილეზე, Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის აღიარებულია არაკომედოგენურად. აკნეს ნაწიბურების კვლევაში, რომელიც ჩატარდა 14–30 წლების დიაპაზონში 44 პაციენტზე სახეზე ახლად წარმოქმნილი აკნეს ნაწიბურებით, აკნეს რაოდენობისა და ცხიმის გაზომვის შედეგებმა აჩვენა, რომ Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის გამოყენება არ იწვევს ან ამძიმებს აკნეს და არ ზრდის ცხიმის გამოყოფას. თუმცა, მიზანშეწონილია აკნეს მქონე ადამიანებისთვის მიმართონ მკურნალ ექიმს Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის გამოყენებამდე.

ნაწიბურების ფორმირება

ნაწიბური წარმოადგენს კოლაგენის ზრდას, რომელიც წარმოიქმნება, როგორც შეხორცების პროცესის ბუნებრივ ნაწილში კანის დაზიანების შემდეგ. კოლაგენი შედგება ბუნებრივად წარმოქმნილი ცილებისგან, რომლებიც აყალიბებს სხეულის შემაერთებელი ქსოვილის ძირითად კომპონენტს. კანის დაზიანებისას, ორგანიზმი მოქმედებს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს დაზიანებული არე, იგი ფოკუსირებულია გადარჩენაზე და არა სრულყოფილ განკურნებაზე. ის, რაც ქმნის ნაწიბურებს – კოლაგენის სწრაფი ჭარბი გამომუშავებაა ტრავმის რეაგირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბური მომწიფებისას მრავალ ცვლილებას გადის, იგი ვერასოდეს მიაღწევს მიმდებარე კანის ნორმალურ სიმტკიცეს. თმის ფოლიკულები და ოფლის ჯირკვლები ნაწიბურის ადგილზე არ ჩამოყალიბდება. ნაწიბურების ჩამოყალიბებას აქვს შემდეგი ოთხი ეტაპი:

ჰემოსტატიკური ფაზა

ეს იწყება ტრავმის მიღებისთანავე და გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, რადგან დაჭრილი უბანი ცდილობს ნორმალური მდგომარეობის აღდგენას სისხლძარღვების შეკუმშვით სისხლდენის გასაკონტროლებლად. დაზიანებული უჯრედები ერთდროულად ათავისუფლებს გარკვეულ პროტეინებს კოაგულაციის გასააქტიურებლად, რითაც ახშობენ დაზიანებულ სისხლძარღვებს და ამცირებენ სისხლის დაკარგვას.

ანთებითი ფაზა

სიწითლე და შეშუპება, რომელიც ჩნდება საწყისი ტრავმის შემდეგ სამი ან ოთხი დღის განმავლობაში, არის იმუნური რეაგირების თვალსაჩინო მაჩვენებელი. სისხლის თეთრი უჯრედები ათავისუფლებენ ქიმიკატებს, რომლებიც ასუფთავებენ ჭრილობას ნამსხვრევებისა და ბაქტერიებისგან.

პროლიფერატიული ფაზა

ის იწყება დაახლოებით მესამე დღეს და გრძელდება დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. ამ ფაზაში ერთდროულად სამი განსხვავებული პროცესი ხდება ჭრილობის დახურვისა და შეკვრის მიზნით: გრანულაცია: ფიბრობლასტები (კოლაგენის სინთეზირებაზე პასუხისმგებელი უჯრედები) ჭრილობის ადგილზე მრავლდება, რათა ჭრილობის შესავსებად, კოლაგენი სწრაფად შექმნან. ეფითელილიზაცია: კანის ფენა იქმნება, რომელიც ჭრილობას ფარავს. ჭრილობის დაჭიმვა: ჭრილობა იჭიმება, რათა დეფექტი მინიმუმამდე შემცირდეს.

მომწიფების ფაზა

ეს „რემოდელირების“ ფაზა იწყება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს ორ წლამდე, ჭრილობის ზომისა და სიღრმის მიხედვით. ამ დროის განმავლობაში, კოლაგენი აგრძელებს ფორმირებას, რადგან ბოჭკოები გადანაწილებულია დაზიანების არეზე დაძაბულობის მიხედვით, რაც განსაზღვრავს ნაწიბურის საბოლოო ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბური ფარავს და იცავს ჭრილობის ადგილს, ის იოლად შეიძლება დაირღვეს. ნაწიბურის ქსოვილი ჩვეულებრივ ავლენს ნორმალური კანის გამძლეობის 70%-ს.

ნაწიბურების ტიპები

ადამიანების განსხვავებული მკურნალობის მიხედვით, ნაწიბურის საბოლოო იერსახე ინდივიდუალურია. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კანის ტიპი, ნაწიბურის მდებარეობა, ტრავმის ტიპი, ასაკი და კვების სტატუსიც კი როლს თამაშობს იმის განსაზღვრაში, თუ როგორი იქნება ნაწიბური. ნაწიბურების ტიპები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

გავრცელებული ნაწიბურები

ამ ნაწიბურები საწყისში იერსახე ანთებითი და მუქია, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო ბრტყელი და ნაკლებად შესამჩნევი ხდება, რის შედეგადაც ჩნდება თხელი ნაწიბური.

ატროფიული ნაწიბურები

ეს ნაწიბურები ქმნის დონის დაწევას ან ჩაღრმავებებს კანის ზედაპირის ქვეშ. მაგალითად, აკნეს ან ჩუტყვავილას ნაწიბურები.

ჰიპერტროფიული ნაწიბურები

ეს ნაწიბურები ამოწეულია კანის ზედაპირზე. ისინი ხასიათდება კოლაგენის გადაჭარბებული რაოდენობით, მაგრამ ყოველთვის რჩება თავდაპირველი ჭრილობის საზღვრებში.

კელოიდური ნაწიბურები

კელოიდები არ უნდა აგვერიოს ჰიპერტროფიულ ნაწიბურებთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასევე ამაღლებული ნაწიბურებია, კელოიდებს ახასიათებთ ის ფაქტი, რომ ისინი ვრცელდება თავდაპირველი ჭრილობის საზღვრებს გარეთ. მათ შეუძლიათ გააგრძელონ ზრდა დროთა განმავლობაში და ჩვეულებრივ განმეორებით წარმოიქმნას ამოკვეთის შემდეგ.

ნაწიბურების კონტრაქტურები

კონტრაქტურული ნაწიბურები ჩნდება, როდესაც კანი მუდმივად იჭიმება. ისინი ხშირად ვითარდება, როდესაც ნაწიბურები კვეთს სახსრებს, ან კანის ნაოჭებს, მარჯვენა კუთხით. ნაწიბუროვანი ქსოვილი რეზისტენტულია გაჭიმვის მიმართ და შეუძლია შეაფერხოს ნორმალური მოძრაობა. ნაწიბურების კონტრაქტურები ხშირად ხდება დამწვრობის დაზიანების შემდეგ.

დაჭიმვების ნიშნები (სტრიები)

სტრიები ჩნდება წონის სწრაფი ცვლილებების პერიოდში (მაგ., ყმაწვილური ზრდის აჩქარება, ორსულობა), როდესაც სხეული უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე კანი, რომელიც მას ფარავს, რაც იწვევს კანის ქსოვილის შიდა რღვევებს. როდესაც ეს ხარვეზები თავისთავად აღდგება, ისინი წარმოქმნიან ნაწიბურებს, რომლებიც ცნობილია როგორც სტრიები.

სტრიების ფორმირება

სამედიცინო თვალსაზრისით, სტრიების ნიშნები, ან სტრიები, უბრალოდ ნაწიბურების სხვა ფორმაა, თუმცა, ადამიანების უმეტესობა მათ ნაწიბურებისგან განსხვავებულად უყურებს. სტრიები კანის ხაზებია, რომლებიც ვითარდება კანის სწრაფი გაფართოების პერიოდში, მაგალითად, ორსულ ქალებში, ბოდიბილდერებსა და მოზარდებში, მათი ზრდის დროს. ისინი გამოწვეულია ზუსტად იმით, რასაც მათი დასახელება გულისხმობს, დაჭიმვით. ღია კანის ადამიანებს უვითარდებათ მოვარდისფრო სტრიები, ხოლო მუქი კანის ადამიანებს აქვთ სტრიები, რომლებიც უფრო ღიაა, ვიდრე გარშემო კანი. ბუნებრივად კანი ელასტიურია. ამ ელასტიურობას უზრუნველყოფს დერმაში არსებული კოლაგენი და ელასტინი, რომლებიც კანის ქსოვილის ფუძეშია. კოლაგენი შედგება ბუნებრივად წარმოქმნილი ცილების ჯგუფისგან და წარმოადგენს სხეულის შემაერთებელი ქსოვილის ძირითად კომპონენტს. ელასტინი, რომელიც ასევე შედგება ბუნებრივი ცილებისგან, აგრეთვე გვხვდება შემაერთებელ ქსოვილში და უზრუნველყოფს მის ელასტიურ თვისებებს. ეს შემაერთებელი ქსოვილი საშუალებას აძლევს დერმას მოერგოს სხეულის უწყვეტ მოძრაობას გაწელვისა და კუმშვის გზით, მაგრამ წონის სწრაფი მატების პერიოდში მას შეიძლება ჰქონდეს არასაკმარისი დრო ადაპტაციისთვის, რაც იწვევს კანის ქსოვილის შიდა ხარვეზებს. როდესაც ეს ხარვეზები თავისთავად აღდგება, ისინი წარმოქმნიან ნაწიბურებს, რომლებსაც ჩვენ ვცნობთ, როგორც სტრიების სახით. სასარგებლო ანალოგიაა ზამბარის გაჭიმვა. თუ ზამბარა გაიჭიმება დაშვებული დრეკადობის ზღვრის მიღმა, იგი დაუბრუნდება თავდაპირველ ზომას. თუმცა, თუ ზამბარა ზედმეტად გაიჭიმება მისი დასაძვები ზღვრების გაცდენით, იგი აღარ დაუბრუნდება თავდაპირველ ზომას. მიუხედავად იმისა, რომ სტრიები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემას, მათ შეუძლია პატრონისთვის ემოციური დისკომფორტის გამოიწვევა. მათი განვითარების ალბათობა იცვლება კანის ტიპის, ასაკის, გენეტიკის, კვების რეჟიმისა და კანის დატენიანების მიხედვით. სტრიების ფორმირების ეტაპები შემდეგია:

პირველი ეტაპი

ადრეული სტრიების ნიშნები ჩნდება ფერმკრთალი შეფერილობითა და შესაძლოა ქავილსაც ჰქონდეს ადგილი. კანი უშუალოდ სტრიების გარშემო შეიძლება ასევე გამოიყურებოდეს როგორც „გაბრტყელებული“ და „თხელი“.

მეორე ეტაპი

თანდათანობით, სტრიები იზრდება სიგრძესა და სიგანეში, ხდება მუქი და გამოხატული.

მესამე ეტაპი

მას შემდეგ, რაც სტრიები მომწიფდება და როდესაც კანი აღარ არის დაძაბულობის ქვეშ, ისინი დაიწყებს ჭკნობას და ხდება ფერმკრთალი. ისინი ასევე შეიძლება გამოჩნდნენ ოდნავ დაწეულად და არანორმალური ფორმით ან სიგრძით.

ორსულთა სტრიების ფორმირება

დადგენილია, რომ ორსული ქალების 50%-დან 90%-მდე მიდრეკილია სტრიებისკენ. სტრიები შეიძლება განვითარდეს მუცელზე, ბარძაყებზე, თეძოებზე, წელის ქვედა ნაწილში, დუნდულებსა და მკერდზე – ანუ, იმ ადგილებში, სადაც კანის ყველაზე დიდი დაჭიმვა ხდება ორსულობის დროს სხეულის ცვლილებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება გამოჩნდნენ სხეულზე ნებისმიერ ადგილას, ისინი ყველაზე ხშირად გამოჩნდებიან ისეთ ადგილებში, სადაც დიდი რაოდენობით ცხიმი ინახება. მიუხედავად იმისა, რომ სტრიები, როგორც წესი, ხილული ხდება ორსულობის გვიან ტრიმესტრში (დაახლოებით მეექვსე ან მეშვიდე თვეში), ზოგიერთ ქალს სტრიების წარმოქმნა ეწყება პირველ ტრიმესტრში. ორსულთა სტრიები შესაძლოა ასევე გამოწვეული იყოს მშობიარობისთვის კანის აღგზნებით ჰორმონების დონის გაზრდის გამო. ეს ჰორმონები იზიდავს კანში მეტ წყალს, რაც ამშვიდებს კავშირებს კოლაგენის ბოჭკოებს შორის. ეს აადვილებს კანის გახევას დაჭიმვისას და სტრიების წარმოქმნას. სტრიების განვითარების ალბათობა იცვლება კანის ტიპის, ასაკის, გენეტიკის, კვების რეჟიმისა და კანის დატენიანების მიხედვით.

უსაფრთხოების შეფასება

Bio‑Oil® ზეთმა კანის მოვლისთვის გაიარა უსაფრთხოების შეფასება კვალიფიციური ტოქსიკოლოგის მიერ და კლასიფიცირებულია უსაფრთხოდ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის მოზრდილებში, მათ შორის ორსული და მეძუძური ქალბატონებსა და სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

არასასურველი რეაქციები

მიუხედავად იმისა, რომ Bio‑Oil® ზეთს კანის მოვლისთვის აქვს უსაფრთხო ტოქსიკოლოგიური პროფილი და აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგულაციებს ამ კუთხით, ისევე როგორც ყველა კოსმეტიკური პროდუქტის შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ არასასურველი რეაქცია პროდუქტის გამოყენებისას. თუ არასასურველ რეაქციას ჰქონდა ადგილი, პროდუქტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კანის არასასურველი რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, შეშუპებას და ანთებას, რაც, როგორც წესი, წარმოიქმნება პროდუქტის გამოყენების არეზე. ამ რეაქციებს შეიძლება თან ახლდეს ქავილი და მცირე დისკომფორტი. უმეტეს შემთხვევაში, გვერდითი რეაქციები ქრება პროდუქტის გამოყენების შეწყვეტიდან ორ-სამ დღეში. პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებამდე, კანი შესაძლოა გამომშრალი და ქერცლიანი ჩანდეს, ვინაიდან რეაქცია ნელდება. თუ არსებობს რაიმე წუხილი Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის გამოყენებისას პოტენციურ ალერგიულ რეაქციასთან დაკავშირებით, გონივრული იქნება ამის შესამოწმებლად მარტივი ალერგიის ტესტის ჩატარება. ეს კეთდება მცირე რაოდენობით პროდუქტის წასმით წინამხარის შიდა არეზე და 24 საათის განმავლობაში ლოდინით, რათა ინახოს, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია. კანის შესამჩნევი სიწითლე (ერითემა) ან კანის მცირე შესივება (შეშუპება) შეიძლება მიუთითებდეს მოსალოდნელ ალერგიულ რეაქციაზე.

ალერგენები

ალერგენების უმეტესობის მსგავსად, ისინი გვხვდება მცენარეულ ზეთებსა და სურნელში. ისინი არიან: Alpha-Isomethyl Ionone, Amyl Cinnamal, Benzyl Salicylate, Citronellol, Coumarin, Eugenol, Farnesol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, და Linalool.

შემთხვევითი გადაყლაპვა

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე გვერდითი მოვლენას ჰქონდეს ადგილი გულისრევისა და დიარეის გარდა, ვინაიდან Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის არ არის ტოქსიკური. თუმცა, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია, განსაკუთრებით ჩვილის ან ბავშვის მიერ შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.

პერიოდი გახსნის შემდეგ (PAO)

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის გახსნის შემდეგ ვარგისია 36 თვის განმავლობაში. გახსნის შემდეგ ეს არის ის პერიოდი, რომლის დროსაც პროდუქტი უსაფრთხოა და შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლით ზიანის მიყენების გარეშე.

წარმოება

Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის წარმოება შეესაბამება ISO 22716:2007 კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP) მოთხოვნებს კოსმეტიკური პროდუქტებისთვის. ყველა ნედლეულს, რომელიც გამოიყენება Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის, თან ახლავს ანალიზის სერტიფიკატი (COA) და ყველა შესაფუთ მასალას თან ახლავს შესაბამისობის სერტიფიკატი (COC). არავითარი ნედლეული ან შესაფუთი მასალა არ გამოირიცხება წარმოებაში ხარისხის კონტროლის ტესტების ჩაბარებამდე. Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის თითოეულ შერეულ პარტიას ენიჭება უნიკალური ნომერი. ნიმუშის პარტიიდან ტესტირება ხდება ლაბორატორიის მიერ იერსახის, გამჭვირვალობის, სუნის, სპექტროფოტომეტრიის, სიმკვრივის, სიბლანტისა და მიკრობიოლოგიის მიხედვით. ნიმუში ინახება ექვსი წლის განმავლობაში. Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის შევსება და შეფუთვა ხორციელდება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლირებად დაწესებულებაში. ჰაერის გავლა ხდება მაღალი ეფექტურობის ნაწილაკების ჰაერის (HEPA) ფილტრაციის სისტემაში, რათა თავიდან აცილებულ იქნას მტვრით დაბინძურება. საწარმოო ხაზებზე მომუშავე თანამშრომლები ატარებენ ქუდებს, სახის ნიღბებს, სახის ფარებს, ხელთათმანებს, ხალათებსა და ფეხსაცმლის გადასაფარებლებს (ბახილებს). ნიმუშები რეგულარულად იხსნება ხაზიდან და მოწმდება ხარისხის კონტროლის განყოფილების მიერ მოულოდნელი დეფექტის თავიდან ასაცილებლად. პარტიის ნომერი იბეჭდება ბოთლზე, მუყაოს ყუთსა და გამგზავნ კონტეინერზე, ხოლო თითოეული წარმოებული პარტიიდან შენახული ნიმუში ინახება ექვსი წლის განმავლობაში.

შენახვის ინსტრუქციები

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის უნდა ინახებოდეს გრილ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

გადამუშავება

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის ყველა შეფუთვა (ბოთლი, თავსახური და მუყაოს ყუთი) გადამუშავებადია.

სერთიფიკატები

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის სერტიფიცირებულია Halaal-სა და Kosher-ზე.

არ არის გამოცდილი ცხოველებზე

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის და მისი შემადგენელი ნედლეული დამზადებულია ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც ეხება ცხოველების ტესტირებას კოსმეტიკური მიზნებისთვის. არც Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის და არც მისი ინგრედიენტები არ გამოიცადა ცხოველებზე არც Bio‑Oil-ისა და არც ნედლეულის რომელიმე მომწოდებლის მიერ.

ვეგანი

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.

იერსახის ცვლილება

Bio‑Oil® ზეთი კანის მოვლისთვის შეიცავს კალენდულის, გვირილის, ლავანდისა და როზმარინის მცენარეულ ექსტრაქტებსა და ეთერზეთებს, ასევე A ვიტამინს; ყველა მათგანი სინათლისადმი მგრძნობიარეა. მზის სხივების ზემოქმედებამ დროთა განმავლობაში შესაძლოა ფერში ცვლილება გამოიწვიოს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე. სიფრთხილის მიზნით, Bio‑Oil® ზეთის კანის მოვლისთვის ბოთლები შეიცავს UV მშთამნთქმელს. მიუხედავად ამისა, პროდუქტი მაინც უნდა ინახებოდეს პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა

Bio‑Oil ზეთის კანის მოვლისთვისის პროდუქტის გამოსახულება